უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, „ვითარების ფლობისა და მოწინააღმდეგის შეფასების“ მხრივ გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა ცალკეული მეთაურების მოქმედებაში, რამაც უშუალო გავლენა მოახდინა რიგ მიმართულებაზე.
„ადგილზე სიტუაციის გამოსასწორებლად მივიღე ყველა ზომა როგორც საბრძოლო მასალებითა და მატერიალური საშუალებებით, ისე საჭირო რეზერვებით უზრუნველყოფის მხრივ," - განაცხადა სირსკიმ ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის, „დონეცკის“ იმ დანაყოფების შემოწმების შემდეგ, რომლებიც ავდიივკის მიმართულებით თავდაცვაში იმყოფებიან.
უკრაინის სარდლობის თანახმად, სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც რუსეთის მოიერიშე ნაწილები ცდილობენ, გაარღვიონ უკრაინის ჯარების თავდაცვა და ხელთ იგდონ დასახლებული პუნქტები ტონენკოე, ორლოვკა, სემენოვკა, ბერდიჩი და კრასნოგოროვკა.
„სასტიკი ბრძოლა გრძელდება ვერბოვოესა და რობოტინოს რაიონებში, რომლებზეც მტერი ცდილობს კონტროლის აღდგენას," - აღნიშნა სირსკიმ.